logo
ENG



სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის, პოლიციელი დააკავეს

31 ოქტ 201912:32
3 წუთის საკითხავი
 
4g5pkye6xjrfejz.jpg

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 3 პირი დააკავა, რომელთა შორისაც ერთი პოლიციელია. საუბარია ზეგავლენით ვაჭრობისა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაზე. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულები, მოქალაქეს, რომელსაც საზღვრის გადაკეთვა შეზღუდული ჰქონდა, თანხის სანაცვლოდ, დახმარება დაჰპირდნენ. გამოძიების მიხედვით, ბრალდებულებმა მოქალაქეს 5 ათასი აშშ დოლარი გამოართვეს, რის შემდეგაც პატრულ-ინსპექტორმა მას საზღვრის გადაკვეთის საშუალება უკანონოდ მისცა. დანაშაული თავისუფლების 3-დან 5-წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.

 


close დახურვა