logo
ENG



სამტრედიაში, ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ქალი გაათავისუფლეს

16 აპრ 202413:37
3 წუთის საკითხავი
 
2024/04/16/8hfd1f0echeopur.jpg

სამტრედიაში, ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული 29 წლის ნატო ხელაძე გაათავისუფლეს.

2 აპრილს, სამტრედიაში კაცი მოკლეს. პოლიციამ ქმრის მკვლელობის საქმეზე ცოლი დააკავა, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია.

პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, კაცი სინამდვილეში არა ცოლმა, არამედ ცოლის ძმამ მოკლა, ქალმა კი მის პირველ ჩვენებაში დანაშაული დაიბრალა და გამოძიებას ცრუ ინფორმაცია მიაწოდა.


close დახურვა