logo
ENG



სამტრედიაში 72 წლის მეზობელი ქალის მკვლელობისთვის 36 წლის კაცი დააკავეს

21 აგვ 202409:54
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/21/k3ijke6ptiqh1pd.jpg

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამტრედიაში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე 1 ადამიანი დააკავა. უწყების თანახმად, ბრალდებულმა სამტრედიაში, 72 წლის მეზობელ ქალს ცივი იარაღით სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

შსს-ში ამბობენ, რომ დაკავებული 1988 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი პირია. 

დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

სამტრედიის მუნიციპალიტეტში კაცმა მეზობელი გუშინ, 20 აგვისტოს მოკლა.


close დახურვა