logo
ENG



სამტრედიაში ავარიას 5 ადამიანი ემსხვერპლა

25 თებ 202016:27
3 წუთის საკითხავი
 

სამტრედიაში ავტოსაგზაო შემთხვევას ხუთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა სამტრედიის შემოსასვლელთან მოხდა. ადგილზე იმყოფებიან საპატრულო ეკიპაჟები.

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს საპირისპირო მიმართულებით მოძრავი ტრაილერი და მინივენი შეეჯახნენ.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში „ფორმულას“ განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით მიმდინარეობს. მუხლი ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

 


close დახურვა