სამტრედიაში ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა, ორი პირი კი დაშავდა. ერთმანეთს ორი მანქანა შეეჯახა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ფორმულას უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.