სამტრედიაში კაცი დაჭრეს. მას ჭრილობა, სავარაუდოდ, ცივი იარაღით აქვს მიყენებული.
ის კლინიკაში გადაიყვანეს, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ფორმულას უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. სავარაუდო დამნაშავე დაკავებულია.