სამტრედიაში კაცი მოკლეს. შემთხვევა გუშინ მოხდა. გარდაცვლილი 36 წლის კობა მეფარიშვილია.
როგორც ცნობილია, კაცს 10-მდე ტყვია აქვს მოხვედრილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.