logo
ENG



სამტრედიაში მოზარდებს შორის ჩხუბი მოხდა

20 თებ 202009:13
3 წუთის საკითხავი
 

სამტრედიაში მოზარდებს შორის ჩხუბი მოხდა, რის შედეგადაც ერთ-ერთმა მათგანმა გონება დაკარგა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ის კლინიკაში გადაიყვანა.

როგორც მე-11 კლასელის ბიჭის დედა ამბობს, დაპირისპირება გოგოს გამო მოხდა. მისი ინფორმაციით, სამმა უცნობმა ბიჭმა მის შვილს სახლში მოაკითხეს და სალაპარაკოდ გაიყვანეს. უცნობებმა მას შეყვარებულთან დაშორება მოსთხოვეს. ემოციურ ნიადაგზე მოზარდი შეუძლოდ გახდა.

მადლენა რამიშვილის მტკიცებით, ფიზიკურ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია და მისი შვილი კლინიკაში გულის წასვლის გამო გადაიყვანეს. რამიშვილის თქმით, მისი შვილი პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა და მას უკვე ექსპერტიზა ჩაუტარდა.

"იყო შეყვარებულის გამო შელაპარაკება, რომ მე მიყვარს და თავი დაანებე. ბავშვი ემოციურია, ინერვიულა და გადავიყვანეთ საავადმყოყოში. საავადმყოფოდან წავედით უკვეე პოლიციაში. დაკითხვები მიმდინარეობს. იმ ბიჭებს არც მე ვიცცნობ და არც ჩემი შვილი“, - განაცხადა დედამ.  

მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლითაა აღძრული.

 

 


close დახურვა