logo
ENG



სამტრედიის ეპისკოპოსის, მეუფე საბას ოჯახის სახლი დააყაჩაღეს

08 აგვ 202013:04
3 წუთის საკითხავი
 
6i7k5gbt6ab8kkx.jpg

სენაკის მუნიციპალიტეტში სამტრედიის ეპისკოპოსის, მეუფე საბას ოჯახის სახლი დააყაჩაღეს. 

არსებული ინფორმაციით, 3 შეიარაღებული ნიღბიანი სახლში იმ დროს შეიჭრა, როცა არასრულწლოვანი მოხუცთან და მის მომვლელთან ერთად იმყოფებოდა.  

წინასწარი ცნობით, მეუფე საბას მოხუც დედას იარაღის მუქარით სთხოვდნენ ფულს და ოქროს. წაღებულია თანხა და მობილური ტელეფონები.  

როგორც „ფორმულას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას და ჯგუფურად ბინაში უკანონოდ შეღწევას გულისხმობს.

სამტრედიის ეპისკოპოსის დაყაჩაღების ფაქტი ამ დრომდე გაუხსნელია. ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა.

ცნობილია, რომ დაიკითხნენ სასულიერო პირის ოჯახის წევრები.


close დახურვა