თბილისში, სამტრედიის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე, კომერციულ ფართში, სავარაუდოდ, ბუნებრივმა აირმა გაჟონა. შემთხვევა გამთენიისას მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ინციდენტის დროს დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსი, ბინებში ჩაიმსხვრა ფანჯრები, ასევე ზიანი მიადგა კორპუსთან გაჩერებულ მანქანებს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
ცნობილია, რომ ამ დროისთვის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.