logo
ENG



სამუშია: ზუგდიდში უბანზე მისულ ამომრჩეველს უთხრეს, გადასატანში იყავით და ხელი მოწერილიაო

02 ოქტ 202117:32
3 წუთის საკითხავი
 

პარტია ლელოს წევრის, ლევან სამუშიას ინფორმაციით, ზუგდიდში მე-17 საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველს განუცხადეს, რომ მათი სახელი გადასატან ყუთში იყო და ხელმოწერებიც დაფიქსირებულია. სამუშია აცხადებს, რომ ეს არამარტო საარჩევნო გადაცდომა, არამედ, უმძიმესი სისხლის სამართლის დანაშაული იქნება, თუ ეს დადასტურდა.

"ზუგდიდის მე-17 საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა წარმოუდგენელი სავარაუდო დარღვევა. 37 ადამიანი იყო რეგისტრირებული გადასატან ყუთში. როგორც კი დაბრუნდა ეს ყუთი, ოქმში ხელმოწერა იყო 37-ვე ადამიანის.

ჰოი, საოცრებავ, რამდენიმე ადამიანი აღმოჩნდა, რომელიც თვითონ მოვიდა საარჩევნო უბანზე და მოითხოვეს ხმის მიცემა. უთხრეს, რომ გადასატან ყუთში იყავით და უკვე ხელი მოაწერეთო. მათ უპასუხეს, არანაირ გადასატან ყუთში არ იყვნენ და სახსალამათი ადამიანები იყვნენ", - განაცხადა ლევან სამუშიამ ბრიფინგზე.

საქართველოში დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდება. 

ოპოზიცია მას რეფერენდუმს უწოდებს. 

შარლ მიშელის 19 აპრილის შეთანხმებით, იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ქართული ოცნება 43%-ზე ნაკლებს მიიღებს, 2022 წელს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს. 23 ივლისს ქართულმა ოცნებამ შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა.


close დახურვა