logo
ENG



სამწლიანი პაუზის შემდეგ საქართველოსა და ჩინეთს შორის საჰაერო მიმოსვლა აღდგა

27 იან 202316:05
3 წუთის საკითხავი
 
2023/01/27/2stwn2cq6r0huah.jpg

სამწლიანი პაუზის შემდეგ საქართველოსა და ჩინეთს შორის საჰაერო მიმოსვლა აღდგა. ფრენები ავიაკომპანია China Southern Airlines-მა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განაახლა.

ჩინურმა ავიაკომპანიამ ურუმჩიდან თბილისის მიმართულებით დღეს პირველი რეისი შეასრულა.

China Southern Airlines ურუმჩი-თბილისი-ურუმჩის მიმართულებით ზამთრის სანავიგაციო სეზონზე კვირაში ერთხელ, პარასკევობით იფრენს, ზაფხულის სეზონზე კი - მოთხოვნის შესაბამისად, სიხშირეების გაზრდას გეგმავს.


close დახურვა