ეს არის ძალიან ცუდი რეზოლუცია, მიღებული ძალიან ცუდ დროს, მაშინ, როდესაც საქართველოს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილებაზე 2 კვირა რჩება. შესაბამისად, ჩემთვის უბრალოდ წარმოუდგენელია როგორ შეიძლება ის ადამიანები, რომლებიც ამ რეზოლუციას აინიცირებენ და შემდეგ მას ხმას აძლევენ, ამ მომენტში თავს უწოდებდნენ, რომ ეს საქართველოსთვის კეთდება. ცალსახად ცუდი რეზოლუციაა, რომელიც გაჯერებულია ასევე ფაქტობრივი უზუსტობებით, შეცდომებით, შესაბამისად, ეს ცუდია საქართველოსთვის
სამხარაძე: ეს არის ძალიან ცუდი რეზოლუცია, მიღებული ძალიან ცუდ დროს
10 ივნ 202214:19
3 წუთის საკითხავი