25 მაისს ბრაზილიაში სამხედრო პოლიციამ ერთ-ერთ საცხოვრებელ უბანში, კრიმინალური ჯფუგის აყვანის საბაბით რეიდი მოაწყო. შედეგად, სულ მცირე, 22 ადამიანი დაიღუპა.
რიოს სამხედრო პოლიციის მდივანმა, ლუის ენრიკე მარინო პირესმა თქვა, რომ ამ უბანში ნარკოტიკების გამსაღებლების ჯგუფი გადმოვიდა და ისინი სწორედ მათ დაკავებას აპირებდნენ.
ოფიციალურ განცხადებაში რიოს სამხედრო პოლიცია აცხადებს, რომ რეიდი აუცილებელი იყო, თუმცა, მსხვერპლის გამო წარმატებულად ვერ ჩაითვლება. 2020 წელს ბრაზილიის უზენაესმა სასამართლომ, კორონავირუსის პანდემიის პირობებში აკრძალა ანტი-ნარკოტიკული ოპერაციების ჩატარება მჭიდროდ დასახლებულ ადგილებში. კანონი ჯერაც ძალაშია, თუმცა, ოპერაცია მაინც ჩატარდა.
რიო დე ჟანეიროში პოლიციის რეიდები მუდმივად მოქალაქეების სიკვდილით სრულდება. ამას მკაცრად აკრიტიკებენ ადამიანის უფლებათა დამცველები.
2007-დან 2021 წლის ჩათვლით მსგავს ოპერაციებს 2 374 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.