logo
ENG



სამხედროს მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალდება წარედგინა

28 დეკ 202314:41
3 წუთის საკითხავი
 
სამხედროს მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალდება წარედგინა

პროკურატურის ინფორმაციით, სამხედროს მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალდება წარედგინა.

გამოძიებით დადგინდა, რომ 27 დეკემბერს, თბილისში ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების დროს, მის სახელზე შენახვისა და ტარების უფლებით რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან დაზარალებულს სხეულის სხვადასხვა არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.

უწყების ცნობით, წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

***

ვაზისუბანში გვიან ღამით მკვლელობა მოხდა. მას ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით ჰქონდა მიყენებული. ის ადგილზე დაიღუპა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოძიება განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო.


close დახურვა