დღეს დილით სამხრეთ კორეამ უკრაინისთვის გამოყოფილი 394 მილიარდი დოლარის ღირებულების ფინანსური დახმარების პაკეტი დაამტკიცა, რომელიც წელს გაწეულ დახმარებასთან შედარებით რვაჯერ მეტია. პაკეტი უკრაინას 2024 წელს გადაეცემა.
ცნობილია, რომ ფინანსური დახმარებიდან 98 მილიონი დოლარი გამოყოფილია უკრაინის რეკონსტრუქციისთვის, 197 მილიარდი ჰუმანიტარული დახმარებისთვის, ხოლო 98 მილიონი უკრაინას საერთაშორისო ორგანიზაციების გავლით გადაეცემა.
ჯერ კიდევ ივლისში, სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა იუნ სუკ იოლმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინას ამ წელს "მსხვილმასშტაბიანი სამხედრო დახმარებაც" გადაეცემა, თუმცა დამატებითი დეტალები არ დაუკონკრეტებია.