logo
ENG



სამხრეთ კორეაში კორონავირუსი რელიგიური ჯგუფიდან გავრცელდა

01 მარ 202012:58
3 წუთის საკითხავი
 
e35hm049xy9ddg1.jpg

სამხრეთ კორეაში კორონავირუსის გავრცელებას რელიგიურ ჯგუფს უკავშირებენ - როგორც BBC წერს, ორგანიზაციის წევრები საიდუმლოდ ეწევიან მსახურებას, რამაც ხელი შუწყო covid-19-ის ეპიდემიურ განვითარებას.

BBC წერს, რომ რელიგიური ჯგუფის წარმომადგენელი ქალი იყო პირველი, ვისაც დაუდგინდა კორონავირუსი, ხოლო დიაგნოზის დასმამდე ის რელიგიურ მსახურებაში აქტიურად მონაწილეობდა, რის გამოც სხვებიც დააინფიცირა. რელიგიური ჯგუფის ლიდერი კორეელ ხალხს ბოდიშს უხდის და აცხადებს, რომ დაავადების თავიდან ასაცილებლად ჯგუფის წევრები სახლში თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

სამხრეთ კორეაში ჩინეთის შემდეგ ყველაზე მეტი დაავადებულია დაფიქსირებული. ქვეყანა ვირუსს მომზადებული შეხვდა, თუმცა ამის მიუხედავად, covid-19 ეპიდემიურად გავრცელდა. 

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით 86,986 ადამიანია ინფიცირებული. სამხრეთ კორეაში 3,526 ადამიანია რეგისტრირებული, 17 კი გარდაცვლილი. 

საქართველოში ვირუსის 3 შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებულები ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში არიან მოთავსებულნი და მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.


close დახურვა