"სან სებასტიანის" კინოფესტივალზე მსახიობმა ია სუხიტაშვილმა საუკეთესო ქალი მსახიობის კატეგორიაში გაიმარჯვა.
ინფორმაციას მსახიობი პირად Facebook-ზე ავრცელებს.
ქართველმა არტისტებმა ფილმ "დასაწყისისთვის" საუკეთესო სცენარის, საუკეთესო რეჟისორის (დეა კულუმბეგაშვილი) და საუკეთესო ფილმის კატეგორიებშიც გაიმარჯვეს.
"ცუდად ვარ ისეთი შოკი მაქვს, საქართველო, გილოცავ", - წერს სუხიტაშვილი Faceboo-ზე.