logo
ENG



სანაია: ყველა ხელისუფლება დამარცხდა ქართულ მედიასთან, დამარცხდება ივანიშვილის რეჟიმიც

30 სექ 202117:20
3 წუთის საკითხავი
 
სანაია: ყველა ხელისუფლება დამარცხდა ქართულ მედიასთან, დამარცხდება ივანიშვილის რეჟიმიც

ახლა ვდგავართ ამ შენობის მე-17 სართულზე. მახსენდება 2001 წელი, როცა აქ, ამ დერეფანში შემოვიდა უშიშროების სამსახური და აქაა ნანა, რომელიც ბევრი წელი მუშაობდა რუსთავი 2-ში, ყველას ახსოვს ეს. მახსენდება იმედი და რა მოხდა 2007 წელს. ვხედავ ნინოს - რა მოხდა მაესტროსთან დაკავშირებით. ვხედავთ ქეთის, ირაკლის, გიორგის, ზუკას, მიშას - რუსთავი 2-თან დაკავშირებით, რომელიც ხელისუფლებამ წაიღო, მაგრამ სამი არხი მიიღო.

თქვენი დაქვემდებარებული სასამართლოების, სტრუქტურების საშუალებით, რაც უნდა გააკეთოთ - არ დავდებთ კალამს, კამერებს, არ დავდგებით მუხლებზე, ქართული მედია არის დაუმარცხებელი.

შემთხვევით არ ჩამომითვლია ყველა ხელისუფლების დროინდელი საქმეები - ყველა ხელისუფლება დამარცხდა ქართულ მედიასთან, დამარცხდება ივანიშვილის რეჟიმიც. ჩვენ გაჩვენებთ ეგზიტპოლის შედეგებს საღამო რვა საათზე, გაჩვენებთ იმას, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ქართველი ხალხი და ავსახავთ იმ რეალობას, რასაც ყუთში ჩააგდებს ამ ქვეყნის მოსახლეობა.


close დახურვა