logo
ENG



სანატორიუმში მცხოვრები დევნილების ცნობით, ერთ-ერთი პროტესტის ნიშნად შენობიდან გადმოხტა

16 იან 202217:55
3 წუთის საკითხავი
 
2022/01/16/tz1gh0u93v4yqkx.jpg

თემქაზე სანატორიუმ "ქართლში" მცხოვრები დევნილების აქციაზე ხმაური იყო. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ახალგაზრდა კაცმა პროტესტის ნიშნად თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. ადგილზეა პოლიცია და იქვე რჩებიან აქციის სხვა მონაწილეები. 

თემქაზე დევნილები რამდენიმე დღეა, აქციას მართავენ და მთავრობას ბინებით დაკმაყოფილებას სთხოვენ. 

ადგილობრივების თქმით, მათი საცხოვრებელი კორპუსი ისედაც დაზიანებული იყო, დღეს კი შენობამ ნგრევა დაიწყო. მოქალაქეები აღნიშნავენ, რომ კედლები და ჭერი დაზიანებულია, კორპუსში კი ახალი ბზარები ყოველდღე ჩნდება და ბათქაში იყრება. 

ისინი ყვებიან, რომ შესაბამისმა უწყებებმა პრობლემის შესახებ იციან, თუმცა რეაგირება არ აქვთ და მხოლოდ დაპირებებით შემოიფარგლებიან. 


close დახურვა