logo
ENG



სანზონაში მოკლული მოზარდის საქმეზე დაკავებულ არასრულწლოვნებს პატიმრობა შეეფარდათ

06 დეკ 202122:11
3 წუთის საკითხავი
clock 8340

 სანზონაში მოკლული მოზარდის საქმეზე დაკავებულ არასრულწლოვნებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

საქმეზე შემდეგი სასამართლო სხდომა 6 იანვარს ჩაინიშნა.

მკვლელობა 4 დეკემბერს, ლიახვის ქუჩაზე დაახლოებით 21:00 საათზე მოხდა.

მომხდარს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. ადგილობრივების თქმით, ქუჩაში ხმაური გაიგეს, გარეთ გასულებმა კი, უკვე დაჭრილი მოზარდი და მისი მეგობრები დაინახეს.

არასრულწლოვანი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში უკვე გარდაცვლილი გადაიყვანეს.

საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2 არასრულწლოვანი - 2005 წელს დაბადებული .ი. წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ხოლო 2004 წელს დაბადებული .. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე, თბილისში დააკავა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით და 376-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.


close დახურვა