logo
ENG



სანთებელების სატენის აფეთქების შედეგად, მოქალაქემ კიდურების დამწვრობა მიიღო

11 სექ 202019:01
3 წუთის საკითხავი
 
gey81qr17q9id3e.jpg

თბილისში, ე.წ. სამხედრო დასახლებაში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში, მოქალაქეს სანთებელების სატენი აუფეთქდა, რის შედეგად კიდურების დამწვრობა მიიღო.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ფორმულას განუცხადეს, რომ დაშავებული შესაბამის დაწესებულებაშია გადაყვანილი. 

"ისანი სამგორის რაიონში, ე.წ. სამხედრო დასახლებაში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში, მოქალაქეს აუფეთქდა სანთებელების სატენი, ნგრევა და მსხვერპლი არ არის. კიდურების დამწვრობა მიიღო ერთმა მოქალაქემ, კონტაქტურია, გადაყვანილია შესაბამის დაწესებულებაში", - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.


close დახურვა