მნიშვნელოვანია გაერთიანება და პირადი წყენების დავიწყება - ეს განცხადება "გამარჯვებული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ, მიხეილ სააკაშვილთან გამართულ შეხვედრაზე პრესკონფერენციაზე საუბრისას გააკეთა. მისი განცხადებით, "ქართულმა ოცნებამ" ქვეყანა კრიზისში შეიყვანა, ოლიგარქიულ მმართველობასთან ბრძოლა კი სააკაშვილის გარეშე ძნელი იქნება. როგორც სანიკიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სააკაშვილი საქართველოში ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსია.
„მოგვწონს ვინმეს თუ არ მოგვწონს, მიხეილ სააკაშვილი არის ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსი საქართველოს შიგნით და მის ფარგლებს გარეთ. სააკაშვილთან ძალიან ბევრი პოლიტიკოსი ჩადის, ოღნდ ჩუმად, მე ჩავედი ღიად და არ დამიმალია“, - განაცხადა სანიკიძემ.
შეგახსენებთ, რომ გუბაზ სანიკიძემ და ვალერი გელბახიანმა რამდენიმე დღის წინ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრა გამართეს, სადაც საქართველოში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრეს.