logo
ENG



სანიკიძე: ცოტნე მამაშენია ის მოძალადე, რომელსაც უნდა გაემიჯნო

18 აპრ 202615:00
3 წუთის საკითხავი
 
2026/04/18/u4qpaxx0mzroipd.png

ცოტნე, იმედია კარგად გაქვს გააზრებული, რომ მამაშენია ის მოძალადე, რომელსაც უნდა გაემიჯნო. რთულია, მაგრამ ასეა. კი ცოტნე, მამაშენის ბრძანებით აფურთხებდნენ სახეში შენს თანატოლებს ე.წ “წამების მანქანებში”. კი ცოტნე, მამაშენის დავალებით ასახიჩრებდნენ ამ ქვეყნის მომავალს. კი ცოტნე, მამაშენის დავალებით ცემდნენ ახალგაზრდებს საკუთარ სადარბაზოებთან. კი ცოტნე, მამაშენის დავალებით ავიწროვებდნენ სექსუალურად ქალებს პოლიციის განყოფილებებში. კი ცოტნე, მამაშენის დავალებით ჩასვეს ციხეში 100-ზე მეტი უდანაშაულო ადამიანი, უმრავლესობა შენი ხნისაა. კი ცოტნე, მამაშენის დავალებით გადაუხვია ამ ქვეყანამ ევროპული გზიდან. კი ცოტნე, მამაშენი აიძულებს ყოველთვიურად ათასობით ახალგაზრდას, რომ მომავალი სხვა ქვეყანაში ეძიონ. კი ცოტნე, მამაშენი გვართმევს მომავალს. ამიტომ, მოდი დისკუსია საკუთარ სახლში გახსენი, სადაც ამ ქვეყნის, ამ სახელმწიფოს და ამ ქვეყნის მოქალაქეების სიცოცხლით თამაშობთ. იქნებ ნაკლები ადამიანის გამწარებაში და გაუბედურებაში დაარწმუნო ბატონი ბიძინა. და გახსოვდეთ, საქართველო არ არის ივანიშვილების საკუთრება!


close დახურვა