logo
ENG



სანტა კლაუსი საშობაოდ ემზადება - ნახევარ მილიონამდე წერილი უკვე წაკითხულია

16 დეკ 201920:06
3 წუთის საკითხავი
 
2dsywolkt7o142e.jpg

ლაპლანდიელი სანტა საშობაო საჩუქრების დასარიგებლად ემზადება. არქტიკულ სარტყელში მდებარე სოფელში, სადაც მზე მხოლოდ 11 საათზე ამოდის, ელფები თოვლის ბაბუასთან ერთად ყველა ბავშვის სურვილის ასასრულებლად 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ. ერთად კითხულობენ მიღებულ წერილებს და ერთად ალაგებენ ტომრებში საჩუქრებს. სანტა მხოლოდ თავის ირემს ელოდება, რომელიც დატვირთული სამუშაო გრაფიკის წინ შვებულებაში გაუშვეს. 

სანტა კლაუსის ფოსტაში წელს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ნახევარი მილიონი წერილი მიიღეს. დღეში ელფებს 32 ათასი  წერილის წაკითხვაც კი  უხდებოდათ. რაც შეეხება სანტას ის ისედაც ყველაფრის საქმის კურსშია. იცის რა სურთ პატარებს და ყოველი შემთხვევისთვის წერილებს ყველა ენაზე თავადაც ეცნობა. 

ყველაზე ხშირად სანტას ფოსტაში წერილებს ჩინეთიდან, პოლონეთიდან, იტალიიდან და შეერთებული შტატებიდან იღებენ. ფინეთში ცოტა ხნის წინ საფოსტო სამსახურის თანამშრომლები გაიფიცნენ, მაგრამ ბავშვების წერილები ადრესატამდე მაინც მივიდა.  

შობის დღესასწაულამდე 9 დღეა დარჩენილი. მანამდე სანტა კლაუსმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში პატარებს სურვილი უნდა შეუსრულოს და საჩუქრების დარიგებაც მოასწროს. მისი ირემიც შვებულებიდან დაბრუნდა და ორივე ტომრებით სავსე მარხილით ჯადოსნურ მოგზაურობას შეუდგა. 


close დახურვა