logo
ENG



სანტე: არ ვგეგმავთ რუსეთის ბაზარზე რძის პროდუქტების გატანას

06 მარ 202216:44
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/06/vihhs5vr8wlvgts.png

კომპანია სანტე აცხადებს, რომ რძის პროდუქტების რუსულ ბაზარზე გატანას არ აპირებს. 

კომპანია როსსელხოზნადზორის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის დასავლური ქვეყნების მიერ დაწესებული მკაცრი სანქციების ფონზე, 15 ქართულ კომპანიას უფლება ეძლევა, რუსეთში რძე და რძის პროდუქტები შეიტანოს. 

"კომპანიის პრიორიტეტი და უპირველესი საზრუნავი ქართველი მომხმარებელია.

ამ ეტაპზე კომპანია აქტიურად არის ჩართული უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის პროგრამებში.

პარალელურად კომპანია ადგილობრივ ბაზარზე მრავალ ინოვაციას გეგმავს და აქტიურად ემზადება, იმპორტირებული პროდუქცია, დეფიციტის შემთხვევაში ჩაანაცვლოს საქართველოში წარმოებული პროდუქტით". - აცხადებს სანტე. 

რუსეთის როსსელხოზნადზორი 15 ქართულ კომპანიას საშუალებას აძლევს, რუსეთში რძე და რძის პროდუქტები შეიტანოს. 

გადაწყვეტილება 5 მარტს, როსსელხოზნადზორის ხელმძღვანელის, სერგეი დანკვერტისა და საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის, ზურაბ ჩეკურაშვილის შეხვედრის შემდეგ მიიღეს. 

ამ ინფორმაციის პასუხად საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ მრავალი წელია, ქართული აგრარული პროდუქციის მსოფლიო ბაზრებზე ექსპორტის გაზრდის უზრუნველსაყოფად აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. 


close დახურვა