logo
ENG



სანქტ-პეტერბურგში ომის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციაზე მინიმუმ 13 ჟურნალისტი დააკავეს

13 მარ 202216:40
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/13/oxgc6v3c1s7ie05.jpg
Andrey Okun

რუსეთის ქალაქებში უკრაინაში ომის დამთავრების მოთხოვნით საპროტესტო აქციებზე მოქალაქეებს და მედიის წარმომადგენლებს აკავებენ.

BBC რუსული მედიაზე დაყრნობით იუწყება, რომ მხოლოდ სანქტ-პეტერბურგში ამ დროისთვის  მინიმუმ 53 ადამიანია დაკავებული. მათი ცნობით, სანქტ-პეტერბურგში ომის საწინააღმდეგო აქციის დაწყებიდან დაახლოებით 1.5 საათში მინიმუმ 13 ჟურნალისტი დააკავეს.

„მათ არ აგვიხსნეს დაკავების მიზეზი, 7 ჟურნალისტი უბრალოდ ძალით ჩასვეს მინი ავტობუსში. ყველა მათგანს აქვს ჟილეტები და პრესის ბარათი. მაგრამ ეს არავის აინტერესებს, მიზანია დარწმუნდნენ, რომ არავინ არაფერს გააშუქებს“, - აცხადებს ჟურნალისტი ანდრეი ოკუნი საკუთარ ტელეგრამის არხზე.

ჟურნალისტის ინფორმაციით, დაკავებულები კრონშტადტში გადაჰყავთ.

საპროტესტო აქციები იმართება მოსკოვშიც. BBC ავრცელებს ვიდეოს, სადაც ჩანს, როგორ აკავებს პოლიცია აქტივისტებს. 


close დახურვა