ნაციონალურმა მოძრაობამ პერსონალური სანქციების პროექტი მოამზადა, სტრატეგია აღმაშენებელი კი იმ ცვლილებების პროექტს ამზადებს, რომელიც საქართველოს დააზღვევს, რუსლი ეკონომიკისთვის შავი ხვრელი არ იყოს.
სანქციების დაწესების შესაძლებლობის განხილვა რადას სპიკერმა ქართულ დელეგაციას კიევში ვიზიტისას სტხოვა. თბილისში დაბრუნებული უმრავლესობის დეპუტატები კი ოპონენტების ინიციატივებს პოპულიზმს უწოდებენ და ამბობენ, რომ ქვეყანა ყველა საჭირო ფორმით სანქციებთან უკვე მიერთებულია.