სერგეი ლავროვი ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა მაღალი დონის სესიაზე სანქციების გამო ვერ ჩადის.
ეს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარიამ ზახაროვამ თქვა.
მისი განცხადებით, პრობლემები აქვთ დელეგაციის სხვა წევრებსაც.
"ევროპულმა ქვეყნებმა დაკეტეს საჰაერო სივრცე რუსული თვითმფრინავებისთვის, ამიტომ მინისტრი ლავროვი ვერ მიიღებს მონაწილეობას ასეთ მნიშვნელოვან კონფერენციაში, გაერო ვერ უზრუნველყოფს ლავროვის ჩასვლას ჟენევაში". - თქვა ზახაროვამ.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მიიჩნევს, რომ გაეროს გენერალურმა მდივანმა ყველა ღონე უნდა იხმაროს, რათა სერგეი ლავროვმა კონფერენციაში მონაწილეობა მიიღოს.
უკრაინაში შეჭრის გამო დასავლეთმა რუსეთს მკაცრი სანქციები დაუწესა. დაწესდა პერსონალური სანქციებიც ვლადიმირ პუტინის, სერგეი ლავროვის და რამდენიმე სხვა მაღალჩინოსნის მიმართ.
სანქციები:
- შერჩეული რუსული ბანკები ითიშება SWIFT-ის სისტემიდან. ეს შეაჩერებს მათ ოპერირებას საერთაშორისო ბაზარზე და ეფექტურად დაბლოკავს რუსეთის ექსპორტსა და იმპორტს.
- დაწესდა შემზღუდავი ზომები, რომლებიც ხელს შეუშლის რუსეთის ცენტრალურ ბანკს, ჰქონდეს წვდომა საერთაშორისო რეზერვებზე. ეს ნიშნავს რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივების პარალიზებას. ჩვენ გავყინავთ მათ ტრანზაქციებს. რუსული ბანკებისთვის შეუძლებელი გახდება, ლიკვიდურად აქციოს თავისი აქტივები.
- აიკრძალა რუსული პროპაგანდისტული მედიები Russia Today და Sputnik.
- ევროკავშირის ყველამ ქვეყანამ ჩაკეტა საჰაერო საზღვარი რუსული ავიაკომპანიებისთვის.