logo
ENG



სანქციების გრძელი სია, ეკონომიკურად იზოლირებული რუსეთი

02 მარ 202223:13
3 წუთის საკითხავი
 

და ცოტა კარგი ამბებიც ომიდან. რუსეთი სრულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ იზოლაციაშია - ყველა ცნობილი ბრენდი ოკუპანტს ზურგს აქცევს. ევროკავშირმა აკრძალა ევროს ბანკნოტების რუსეთში გადაგზავნა, სანქციები მუშაობს და ამის აღიარება უკვე პესკოვსაც მოუხდა.

სბერბანკის აქციები დღეს ლონდონის საფონდო ბირჟაზე ერთი ცენტი ღირდა. ფაინენშელ თაიმსი წერს, რომ თავად მოქალაქეებმა წამოიწყეს სანქციები და უარი თქვეს რუსულ ტოქსიკურ ნავთობპროდუქტებზე. მუზეუმიდან გაიტანეს პუტინის ცვილის ფიგურაც კი პარიზში.


close დახურვა