საქართველოდან რუსეთსა და ბელარუსში ავტომობილების რეექსპორტი აიკრძალა. ეს ნიშნავს, რომ საქართველოში ევროკავშირის სანქციები ამოქმედდა. კარგა ხანია, ბიზნესი ხელისუფლებისგან პასუხს ვერ იღებდა, როგორ მოქცეულიყო. საზოგადოებამ აკრძალვის შესახებ თავდაპირველად რუსი დილერების მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით შეიტყო და არა საქართველოს ხელისუფლებისგან, რომელიც ამ საკითხში არ აქტიურობს.