logo
ENG



სანქცირებულმა და მაგნიტსკის სიაში მყოფმა ხარებას მოადგილემ თანამდებობა დატოვა

06 ივლ 202514:21
3 წუთის საკითხავი
 
2025/07/06/690hb7vmniwv0ae.jpg

შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილემ მირზა კეზევაძემ თანამდებობა დატოვა. 

"ბატონი მირზა კეზევაძე არავის არ გაუშვია სამსახურიდან, მან საკუთარი სურვილით მიმართა მინისტრს და წავიდა სამსახურიდან. აქ არანაირ გაშვებას ადგილი არ ჰქონია, მან საკუთარი სურვილით დატოვა შინაგან საქმეთა სამინისტროს რიგები", - თქვა ქართული ოცნების შს მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე.

მირზა კეზევაძე სანქცირებულია დიდი ბრიტანეთის მიერ. ასევე, აშშ-მა ის ვახტანგ გომელაურთან ერთად, მაგნიტსკის სიაში შეიყვანა.

ამასთან, მირზა კეზევაძე სანქცირებულია - გერმანიის, ჩეხეთის, ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის მიერ. 

ცნობისთვის, 10 ივნისს თანამდებობა დატოვა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ზვიად ხარაზიშვილმა, იგივე ხარებამ. 


close დახურვა