logo
ENG



საოკუპაციო რეჟიმი ე.წ საზღვარს დღეიდან კეტავს

07 თებ 202009:13
3 წუთის საკითხავი
 

საოკუპაციო რეჟიმი ე.წ საზღვარს დღეიდან კეტავს.

ახალგორის მოსახლეობა კვლავ იზოლაციაში მოექცევა და ჰუმანიტარული კატასტროფის ზონაში მოუწევს ცხოვრება.

კონფლიქტოლოგი გიორგი კანაშვილი მიიჩნევს, რომ პრობლემის მოსაგვარებლად, საოკუპაციო რეჟიმზე საერთაშორისო ზეწოლის გაზრდაა აუცილებელი.

"გახსნა ამ რამდენიმე დღის წინ მოხდა საერთაშორისო წნეხის შედეგად, თუმცა ისევ დაიკეტა. ერთადერთი გამოსავალი არის, რომ წნეხი გაძლიერდეს. რაღაც პერიოდის განმავლობაში ისევ დაკეტილი იქნება. სერიოზული ჰუმანიტარული პრობლემები არის ადგილზე. გარდა წნეხისა უნდა მოხდეს ამ ხალხისთვის რაღაც დახმარების გაწევა, იმაზე მეტის ვიდრე ახლა უწევს მთავრობა", - განაცხადა კანაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ ახალგორთან გადასასვლელი მოსახლეობას 5-თვიანი იზოლაციის შემდეგ 24 იანვარს გაუხსნა. 


close დახურვა