logo
ENG



საოკუპაციო რეჟიმის მიერ გუშინ დაკავებული არასრულწლოვანი ოჯახმა სოფელს გაარიდა

10 დეკ 201916:55
3 წუთის საკითხავი
 
968ynfviqznug8z.png

საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული მოზარდი ამ დროისათვის სახლში არ იმყოფება. ოჯახის წევრები ამბობენ, რომ სტრესის გამო სიტუაციას დროებით გაარიდეს. 

„შეშინებული იყო და რუსთავში გვყავს წაყვანილი, ცოტა გადაიაროს. არაფერი პრობლემა არ ყოფილა, მაგრამ მაინც ბავშვია. ჩემი შვილი ისევ იქ რჩება. ველოდებით, ვიცით, რომ ტყეში იყვნენ ფიჩხის მოსაგროვებლად და წაიყვანეს რუსებმა. მეტი არაფერი“, - ამბობს არასრულწლოვნის ბებია.

დაკავებულების ოჯახებმა გადაიხადეს 5000 რუბლი, რაც ლართან მიმართებაში 200 ლარია. დანარჩენი სამი დაკავებული დღეს უნდა გათავისუფლდეს.

საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებულმა არასრულწლოვანმა ცხინვალის იზოლატორში ერთი ღამე გაატარა. ოკუპანტებმა 4 ადამიანი ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით კასპის მუნიციპალიტეტიდან გაიტაცეს.

 


close დახურვა