logo
ENG



საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული მალხაზ ლეჟავა თავისუფალია

26 ივლ 202015:05
3 წუთის საკითხავი
 

საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული მალხაზ ლეჟავა თავისუფალია და საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, კარანტინში იმყოფება. ინფორმაცია „ფორმულას“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.

უწყების ცნობით, ლეჟავა გუშინ, 25 ივლისს უკანონოდ დააკავეს და გუშინვე გაათავისუფლეს.

ფაქტთან დაკავშირებით, ინფორმირებული იყო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ამოქმედდა ცხელი ხაზი.


close დახურვა