საოკუპაციო რეჟიმის მორიგი ბრალდება - ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. უშიშროების კომიტეტი, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, ქართველი ძალოვანების მიერ უპილოტო საფრენი აპარატების უპრეცედენტოდ გახშირებულ გამოყენებაზე საუბრობს. ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში, საოკუპაციო ძალები ქართველ სამართალდამცველებს დრონებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გახშირებული გამოყენების გარდა, ე.წ. საზღვრის გადაკვეთის მცდელობაში ადანაშაულებენ. ოკუპრებულ ცხინვალში აცხადებენ, რომ მომხდარის შესახებ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმს ცხელის ხაზის საშუალებით მიაწოდეს ინფორმაცია. "წნელისის კრიზისის" შესაძლო უარყოფით შედეგებზე პასუხისმგებლობა თბილისს ეკისრება'',-წერია განცხადებაში.