logo
ENG



საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები სოფელ კირბალში დღესაც გამოჩნდნენ

01 თებ 202217:39
3 წუთის საკითხავი
 

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები სოფელ კირბალში დღესაც გამოჩნდნენ. ადგილობრივებმა ისინი სასაფლაოსთან ახლოს, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე შენიშნეს.

ბოლო კვირაში საოკუპაციო ხაზთან ძალების გადაადგილების არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა.

გასულ კვირას მათ სოფელ ჯარიაშენსა და მეჯვრისხევში ახალი ხნულები გაავლეს და თეთრი ლენტები გააბეს, რაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმაც დაადასტურა.

სუს-ის განცხადებით, მიმდინარე წლის იანვარში რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია და სხვა ტიპის აქტივობები განახორციელეს.

როგორც სუს-ის განცხადებაშია ნათქვამი, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევთან და მიმდებარე ტერიტორიებზე, ასევე გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯარიაშენის გასწვრივ არსებულ საოკუპაციო ხაზზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ხორციელდება თითოეული უკანონო აქტივობის იდენტიფიცირება.


close დახურვა