ხუთი მილიონი დაიხარჯა, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში კი ბავშვები ბაღების გარეშე მაინც დარჩნენ. ლაპარაკია ევროპის საინვესტიციო ბანკის თანადაფინანსებულ მშენებლობაზე. ბაგა-ბაღები აშენდა, მაგრამ ამ დრომდე არ ფუნქციონირებს. ხელშეკრულება სახელმწიფომ იმ კომპანიას გაუფორმა, რომელიც ოცნების შემწირველია. მის მფლობელს კი 2018 წლიდან 34 მილიონი ლარის ტენდერი აქვს მოგებული.
საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლები ბაგა-ბაღების გარეშე
21 ივლ 202320:35
3 წუთის საკითხავი