logo
ENG



საპარლამენტო არჩევნებში მოსახლეობის 44% ხმას ოპოზიციურ პარტიას მისცემდა

27 ნოე 201919:46
3 წუთის საკითხავი
 
5r8vt7pzhgq4247.jpg

ამერიკული კვლევითი ორგანიზაცია „ედისონ რისერჩისა“ და ტელეკომპანია „ფორმულას“ პირველი კვლევის შედეგების თანახმად, ხვალ რომ არჩევნები იყოს, მოსახლეობის 44% ხმას ოპოზიციურ პარტიას მისცემდა, ხოლო 26% „ქართულ ოცნებას“. აღსანიშნავია, რომ გამოკითხულთა 30%-ს გადაწყვეტილი არ აქვს, ვის მისცემს ხმას.

თუ არ გავითვალისწინებთ 30%-ს, რომელსაც არ აქვს გადაწყვეტილი, ვის აძლევს ხმას, ამ შემთხვევაში მონაცემები შემდეგნაირად ნაწილდება - 64% ხმას მისცემდა ოპოზიციურ პარტიას, 36% კი მმართველ ძალას.

ოპოზიციურ პარტიებში „ნაციონალური მოძრაობა“ ლიდერობს 26%-ით. მეორე ადგილს „ევროპული საქართველო“ იკავებს 9%-ით, მესამე ადგილზე კი „ლეიბორისტული პარტიაა“ -  6%.  „პატრიოტთა ალიანსს“ 5% უჭერს მხარს, „ალეკო ელისაშვილის სამოქალაქო მოძრაობა“ - 3%, ასევე 3% აქვს გიორგი ვაშაძის პარტიას „ახალი საქართველოსთვის“, „გირჩს“ და „ლელოს“ 2-2 პროცენტი, ნინო ბურჯანაძის „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო“,  ირაკლი ოქრუაშვილის „გამარჯვებული საქართველო“, დავით უსუფაშვილის „შენების მოძრაობა“ -  1%.

 

მეთოდოლოგია

ედისონ რისერჩმა“ კვლევა 12 ნოემბრიდან 23 ნოემბრის ჩათვლით აწარმოა. კვლევაში მონაწილეობა მიიღო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონის მოსახლეობის გარდა საქართველოს ყველა რეგიონში მცხოვრებმა 2000-მა ადამიანმა. არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლების მქონე რესპონდენტები შემთხვევითი შერჩევის პრინციპით იქნენ არჩეულნი. შესაძლო ცდომილება 2.2%-ია, 95%-იანი სანდოობის დონისთვის.


close დახურვა