საპარლამენტო უმრავლესობაში სულ უფრო ნაკლები წევრი რჩება. დღეს შემადგენლობა "ქართული ოცნების" კოალიციის ერთ-ერთმა ყველაზე ძველმა პარტიამ - კონსერვატორებმა დატოვეს. ჯამში საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდების გამო უმრავლესობა 12-მა წევრმა დატოვა.
გუნდს გამიჯნულების ნაწილი დამოუკიდებელ საქმიანობას, ნაწილი კი ფრაქციის შექმნას აპირებს. დეპუტატების რაოდენობა იძლევა იმის საშუალებას, რომ პარლამენტში 2 ფრაქცია შეიქმნას. განათლების და კულტურის კომიტეტის ჯერ კიდევ მოქმედი თავმჯდომარე არ გამორიცხავს, რომ ჩუგოშვილის ფრაქციაში გაერთიანდეს.
გავრცელებული ინფორმაციით პარტიის დატოვებას აპირებდნენ რომან კაკულია და აკაკი ზოიძე, თუმცა დღეს კაკულიამ მედიასთან თქვა, რომ ოცნების გუნდში რჩება. აკაკი ზოიძე ჯერ კიდევ ფიქრობს.
ამ ეტაპზე ქართულ ოცენბას 92 კანონმდებელი ჰყავს. მმართველი გუნდი უმრავლესობას ჯერ კიდევ ინარჩუნებს.