logo
ENG



საპატრიარქო: 4 ივნისს სვეტიცხოველში ერეკლე მეფის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი აღესრულება

01 ივნ 202216:00
3 წუთის საკითხავი
 
2022/06/01/s02ecw295q1t5ms.jpg

საპატრიარქო 4 ივნისს სვეტიცხოვლის ტაძარში ერეკლე II-ის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს ჩაატარებს. ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, დღეს ტაძრების წინამძღვრებს დაეგზავნათ შეტყობინება:

"გაცნობებთ, რომ შაბათს, 2022 წლის 4 ივნისს, 12:00 საათზე, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში აღესრულება ერეკლე მეფის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი და წმინდა მეფე-დედოფალთა სავედრებელი პარაკლისი. გთხოვთ, აუწყოთ მრევლის წევრებს, მობრძანდეთ და პატივი მივაგოთ ჩვენი ქვეყნის ღირსეულ შვილებს".

სახელისუფლებო პროპაგანდამ ერეკლე II-ის "დაცვა" ლევან ბერძენიშვილის კომენტარის შემდეგ დაიწყო. 

"სანამ ერეკლე მეფე მოღალატედ არაა გამოცხადებული, მანამდე ირაკლი ღარიბაშვილი გამოვა და უტყვის ომი გინდათო? ერეკლემაც ეგ თქვა, აბა ომი გინდათო? მეომარი კაცი იყო, 80 ომი მოიგო და მე მეკითხებოდა, ომი გინდათო? მე არ მინდოდა ომი, არავის არ გვინდოდა, მაგრამ რომ ჩააბარა მთელი საქართველო, როცა მარტო კახეთს აკონტროლებდა მარტო, ვინ მისცა მაგის უფლება?"- თქვა ბერძენიშვილმა.

ამის შემდეგ, 28 მაისს, თელავში ერეკლე მეფის "დაცვის" მოტივით აქცია გაიმართა, რომელშიც საჯარო მოხელეებიც მონაწილეობდნენ.


close დახურვა