logo
ENG



საპატრიარქო: დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტა სთხოვა

07 ოქტ 202114:29
3 წუთის საკითხავი
 
საპატრიარქო: დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტა სთხოვა
ფოტო: ფორმულა

საპატრიარქოს ინფორმაციით, ილია II-ის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა მიხეილ სააკაშვილს ციხეში პატრიარქის მოკითხვა გადასცა და ეკლესიის სახელით სთხოვა, რომ შიმშილობა შეწყვიტოს. 

ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო facebook-ზე აქვეყნებს

"დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა ბატონ მიხეილ სააკაშვილს გადასცა უწმინდესის დალოცვა, მოკითხვა და როგორც ყველა მსგავსი შემთხვევისას, ამჯერადაც ეკლესიის სახელით სთხოვა, შეეწყვიტა შიმშილობა, რადგან ეს არის არაქრისტიანული ქმედება", - ნათქვქამია ინფორმაციაში. 

კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად რუსთავის მე-12 დაწესებულებაში მივიდა. ციხეში შესვლამდე მას ჟურნალისტებთან არ უსაუბრია, თუმცა თქვა, რომ ციხეში შესასვლელად პატრიარქის კურთხევა აქვს. 

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში დააკავეს. მოგვიანებით ის რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს, რის ამსახველი ვიდეომასალაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. სააკაშვილის დაკავება საზოგადოებას პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აცნობა. დაკავებიდან ცოტა ხანში სააკაშვილის ახალი მიმართვაც გავრცელდა, სადაც ის მოქალაქეებს არჩევნებზე წასვლისკენ და გარეთ გამოსვლისკენ მოუწოდებს. 

მესამე პრეზიდენტმა პირველ ოქტომბერს დილით გაავრცელა ვიდეომიმართვა და თქვა, რომ ის საქართველოშია და ბათუმში იმყოფება

აღსანიშნავია, რომ მთელი დღის განმავლობაში მმართველი გუნდი სააკაშვილის ქვეყანაში ჩამოსვლას უარყოფდა. გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტრო ამტკიცებდა, რომ უკრაინულ მხარესთან არიან კომუნიკაციაზე და მესამე პრეზიდენტს საზღვარი არ გადაუკვეთავს


close დახურვა