logo
ENG



საპატრიარქო: პოლიტიკური მოტივებით შიმშილობის მარხვასთან გაიგივება, მარხვის არსის დაკნინებაა

10 ნოე 202123:44
3 წუთის საკითხავი
 
საპატრიარქო: პოლიტიკური მოტივებით შიმშილობის მარხვასთან გაიგივება, მარხვის არსის დაკნინებაა

საპატრიარქოს განცხადებით, პოლიტიკური მოტივებით განპირობებული შიმშილობის გაიგივება 40 დღიან მშრალ მარხვასთან, მარხვის არსის დაკნინებაა. საპატრიარქო მიტროპოლიტი ნიკოლოზის განცხადებებს გამოეხმაურა, რომელმაც ციხეში მიხეილ სააკაშვილი აზიარა.

""სამწუხაროდ, ამა წლის 8 ნოემბერს გაკეთებული კომენტარითაც მეუფე ნიკოლოზმა მოქალაქეთა სამართლიანი უკმაყოფილება გამოიწვია, პირველ რიგში, ქრისტიანული სწავლების კონტექსტში მოხმობილი შეუსაბამო შედარებებით;

მან ხაზგასმით აღნიშნა ისიც, რომ ბატონმა მიხეილ სააკაშვილმა 40 დღე მშრალად იმარხულა, რითაც დიდი მსხვერპლი გაიღო ქვეყნის გაძლიერებისათვის და იმისათვის, რომ სიძულვილის ენა დავივიწყოთ. ამ ღვაწლით კი ყველაფერი შეინანა.

პრეზიდენტისა და მისი მომხრეებისაგან კი ყველა ინფორმირებულია, რომ იგი შიმშილობს პროტესტის ნიშნად, უსამართლოდ მიიჩნევს მის დაკავებას და თავს დამნაშავედ არ სცნობს.

საეკლესიო მარხვა არის სინანულის აქტი, რომელიც აღესრულება ცოდვათა მონანიებისა და შენდობის სასოებით ... და საერთო არაფერი აქვს უსამართლო მოპყრობის მოტივით განხორციელებულ ისეთ საპროტესტო ფორმასთან, სადაც მოშიმშილე შესაძლო მძიმე შედეგის პასუხისმგებლობას სხვას აკისრებს.

ამიტომაც, პოლიტიკური მოტივებით განპირობებული შიმშილობის (მითუმეტეს, რაციონი არასამარხოცაა) გაიგივება 40 დღიან მშრალ მარხვასთან, მარხვის არსის დაკნინებაა", - ნათქვამია განცხადებაში.


close დახურვა