საპატრიარქო კეტავს გზას, რომელსაც პრესა ტაძრამდე მიჰყავს. ეკლესიის ადმინისტრაცია, თავად გადაწყვეტს, მედიიდან ვინ შევიდეს ტაძარსა ან ეზოში. ახალი რეგულაციით, თავს უფლებას აძლევს, ჟურნალისტს ღვთისმსახურებაზე აკრედიტაცია არ მისცეს. ვისაც შეუშვებს, კონკრეტულ ადგილს მიუჩენს.