საპატრიარქოში ისევ ტყუილ-მართალს არკვევენ. ამჯერად მსოფლიო საპატრიარქოსთან დაპირისპირებასთან დაკავშირებით. მეუფე ზენონი დღეს ოფიციალურად დაადანაშაულეს სიცრუეში - მას შემდეგ, რაც მისი სკანდალური წერილი გასაჯაროვდა. ტექსტში მიტროპოლიტი წერს ილია მეორეს, როგორ ითხოვს საპატრიარქო საგარეო სამინისტროსგან აუკრძალოს თურქეთში მომუშავე ქართველ დიპლომატებს მსოფლიო პატრიარქის წირვებზე დასწრება.