საქართველოს საპატრიარქოში აია სოფიასთვის გალობაში მონაწილეობის შესახებ არ უმსჯელიათ. ამის შესახებ "ფორმულას" საქართველოს საპატრიარქოს პრესსპიკერმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განუცხადა.
ფანარის მიტროპოლიტ აგათანგელის მოწოდებით მსხვილი მართლმადიდებელი სამრევლოები აია სოფიას დაუჯდომელს უგალობებენ, მაშინ, როდესაც წმინდა სიბრძნის ტაძარში პირველი მუსლიმური მსახურება დაიწყება.
მოწოდებას ამერიკის მთავარეპისკოპოსი ელპიდოფოროსი, უკრაინის ავტოკეფალური ეკლესია, საბერძნეთის მიტროპოლიტი იერონიმოსი, სერბეთის საპატრიარქო და მონტენეგროს მიტროპოლიტიც შეუერთდნენ.
ხვალ, 24 ივლისს, ათენის სამიტროპოლიტო კათედრალში საბერძნეთის მიტროპოლიტი იერონიმოსი დაუჯდომელის გალობას უწინამძღვრებს. მიტროპოლიტმა მთელი ქვეყნის მასშტაბით არსებულ მართლმადიდებელ მონასტრებსა და ტაძრებსაც გალობისკენ მოუწოდა.
„ჩვენ თურქულ პროვოკაციასა და რელიგიური თავისუფლების ხელყოფას ლოცვით ვუპასუხებთ", - განაცხადა ნეა იონიას მიტროპოლიტმა გაბრიელმა.
24 ივლისს, მეჩეთად გადაკეთების შემდეგ პირველად, აია სოფიაში პარასკევის ტრადიციული მუსლიმური ლოცვა ჩატარდება.