logo
ENG



საპატრულო პოლიციის უფროსი: თუ საჭირო გახდა მოვახდენთ ძალების დამატებით მობილიზებას

14 ნოე 201915:34
3 წუთის საკითხავი
 
xspzfehd4yw9qf1.jpg

საპატრულო პოლიციის უფროსი ვაჟა სირაძე პარლამენტთან მყოფ მოქალაქეებს მოუწოდებს სამართალდამცველებთან პოლემიკაში და სიტყვიერ დაპირისპირებაში არ შევიდნენ. გარდა ამიმსა, ვაჟა სირაძის მტკიცებით, თუ აქციაზე დადგება იმის საჭიროება, რომ პოლიციური ძალების დამატება მოხდეს, შსს შესაბამისად იმოქმედებს.

"ამ ეტაპისთვის წარმოდგენილია საპატრულო პოლიციის და კრიმინალური პოლიციის ძალები. თუ საჭირო გახდა და სიტუაცია შეიქმნა ისეთი, მოვახდენთ ძალების დამატებით მობილიზებას", - განაცხადა სირაძემ "ფორმულასთან" საუბარში. ცნობისთვის, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია მიმდინაროებს. აქციის მონაწილეები საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებას აპროტესტებენ. მოქალაქეებს გზის სავალი ნაწილი გადაკეტილი აქვთ. გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა

 

 

 


close დახურვა