logo
ENG



საპენსიო სააგენტოს მთავარმა საინვესტიციო ოფიცერმა თანამდებობა დატოვა

16 დეკ 202416:38
3 წუთის საკითხავი
 
2024/12/16/8cn2nr80j9zw0kz.jpeg

საპენსიო სააგენტოს მთავარმა საინვესტიციო ოფიცერმა, გოგა მელიქიძემ, თანამდებობა დატოვა. ინფრომაციას საპენსიო სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, გოგა მელიქიძე კარიერას კერძო სექტორში, ცენტრალურ აზიაში გააგრძელებს.

საინვესტიციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მთავარი საინვესტიციო ოფიცრის მოვალეობას ლევან ვერძეული შეასრულებს, რომელიც საპენსიო სააგენტოში 2020 წლიდან საინვესტიციო სამსახურის უფროსის მოადგილის პოზიციას იკავებს.

გოგა მელიქიძე საპენსიო სააგენტოს 2020 წლის აპრილიდან შეუერთდა.

 

close დახურვა