ევროკავშირის წევრი ქვეყნები ბელარუსს სამართლიანი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებენ. ერთობლივი განცხადება გერმანიის, საფრანგეთისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გაავრცელეს. ლიდერები ქვეყანაში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების გამო შეშფოთებას გამოთქვამენ.
საპრეზიდენტო არჩევნებამდე სამი დღით ადრე მინსკში ოპოზიციის მორიგი მასშტაბური აქცია გაიმართა. ხელისუფლების აკრძალვის მიუხედავად, მიტინგს ათასობით ადამიანი შეუერთდა, რომლებიც არჩევნებზე სვეტლანა ტიხანოვსკაიას კანდიდატურას ემხრობიან.