logo
ENG



საპრეზიდენტო არჩევნების გადადების ყველა მცდელობას შევეწინააღმდეგები - კინზინგერი

30 ივლ 202021:06
3 წუთის საკითხავი
 
cpuqnw7nzvwod36.jpg

 

"შეგახსენებთ: არჩევნების თარიღს კონგრესი ნიშნავს. 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების გადადების ნებისმიერ მცდელობას შევეწინააღმდეგები", - წერს რესპუბლიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი Twitter-ზე. 

კინზინგერი ამ ტვიტით დონალდ ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც დღეს 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების გადადების იდეით გამოვიდა. 

ტრამპის თქმით, კოვიდპანდემიის გამო უფრო და უფრო მეტ ადამიანს მოუწევს ფოსტით ხმის მიცემა, რაც არჩევნების შედეგების გაყალბების საფრთხეს ზრდის

აშშ-ის პრეზიდენტმა დასვა კითხვა, ხომ არ უნდა გადაიდოს არჩევნები მანამ, სანამ მოქალაქეებს "წესისამებრ, უსაფრთხოდ" ხმის მიცემის შესაძლებლობა ექნებათ. 

"საერთო საფოსტო ხმის  მიცემის გამო 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნები ყველაზე არაზუსტი და თაღლითური იქნება ამერიკის ისტორიაში. ეს იქნება უდიდესი სირცხვილი ამერიკისთვის. გადაიდოს არჩევნები მანამ, სანამ ადამიანებს უსაფრთხოდ და წესისამებრ შეეძლებათ ხმის მიცემა?", - დაწერა ტრამპმა Twitter-ზე. 

ამერიკის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბრისთვის არის დანიშნული. 


close დახურვა